გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
მცენარეები
საგანი/პედაგოგი
ბუნება/ნაირა ურუშაძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი/I კლასი
მოსწავლეთა პროფილი
მოსწავლეთა რაოდენობა  10
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         მოსწავლეები გაეცნობიან ტყის ,როგორც საარსებო გარემოს ერთ-ერთი კომპონენტის რაობას, სახეებს და მნიშვნელობას.
·         თითოეული მათგანის როლს ტყის შენარჩუნების საქმეში
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         მოსწავლეებმა გააცნობიერონ რომ ტყე ხეებთან ერთად ,ძალიან ბევრი ცოცხალი ორგანიზმის საარსებო გარემოა .
·         მოსწავლეებმა შეძლონ წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების აღწერა მსგავსება-განსხვავებების პოვნა.
·         მოსწავლეებს გაუჩდეთ დადებითი, მზრუნველობითი დამოკიდებულება ტყისადმი.
·         მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი აზრის გამოთქმა ,თუ როგორ მოვუაროთ ტყეს.

ბუნ.I.2.მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ცხოველების და მცენარეების  მრავალფეროვნების გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., ერთნაირია თუ არა სკოლის ეზოში მდგარი სხვადასხვა ხის ფოთლები?)  და ეძებს პასუხებს.

ბუნ.I.7.მოსწავლეს შეუძლია  პირადი ჰიგიენისა და  უსაფრთხო  ქცევის ელემენტარული წესებდავა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       საუბრობს ცხოველებთან და მცენარეებთან უსაფრთხო ურთიერთობაზე;
·       საუბრობს კომპიუტერით სარგებლობის ჰიგიენური ნორმების (კომპიუტერით სარგებლობის ხანგრძლივობა, მანძილი მონიტორსა და მოსწავლეს შორის) დაცვის აუცილებლობაზე.

ბუნ.I.8.მოსწავლეს შეუძლია საკუთარი  გარემოსადმი დამოკიდებულები გამოხატვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       განასხვავებს სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს, სიტყვიერად ან ჩანახატების სახით გადმოცემს  საკუთარ განწყობას კონკრეტული გარემოს მიმართ;
·       იცავს გარემოში სისუფთავეს  და აღწერს ამ მიზნით საკუთარ ქმედებ მნიშვნელობას   (მაგ., საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება);
·       თანაკლასელებს უზიარებს საკუთარ დამოკიდებულებას საყვარელი ნივთების, მცენარეებისა და ცხოველებისადმი და ახასიათებს მათ მისთვის გამორჩეული ნიშან – თვისებებით;
·         აღწერს და აჯგუფებს კონკრეტულ გარემოს ადამიანის აქტივობის მიხედვით (მაგ., საძინებელი - ძილი, საკლასო ოთახი - სწავლა).

წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან, რას ვეძახით ტყეს, რომ ტყეში გარდა ხეებისა იზრდება :ბუჩქები, ბალახები, სოკოები და ა. შ. მოსწავლეები აცნობიერებენ საფრთხეებს , რომელიც შეიძლება  დაემუქროს  ტყეს(დანაგვიანება, ხანძარი და ა. შ)
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს  შევაფასებ შეფასების სქემის მიხედვით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო, დიდი ფორმატის ქაღალდები, მაკრატელი, წებო, ფერადი ფანქრები, კომპიუტერი (ბუქი)
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები (2-3წთ)

A  ფაზა (გამოწვევა)    

აქტივობა 1 კითხვა-პასუხი_ 5-7წთ               
კითხვები   ტყის  შესახებ:                                     1)რა ჰქვია ადგილს ,სადაც ბევრი ხე  ერთად  იზრდება.                                            2)  რომელი თქვენთაგანი  ყოფილა  ტყეში.?                                                                  3)გარდა მაღალი ხეებისა ,კიდევ რა იზრდება ტყეში?                                               4 ) ვის სურს მოგვიყვეს ტყეში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ.

B ფაზა (ცოდნის კონსტრუირება)

აქტივობა 2 _ მუშაობა  სახელმძღვანელოზე (5 წთ)
წიგნში  მოცემული მუხისა  და  ნაძვის  კონტურული სურათები გააფერადონ და ისრებით შეაერთონ სურათის  ქვეშ  დაწერილ შესაბამის სიტყვებთან :მუხა  -ნაძვი.  

   2)საკლასო დაფაზე წინასწარ გამზადებული T  დიაგრამის შევსება (2-3 წთ)

ნაძვი
მუხა

წიწვი
გირჩი

ფოთოლი
რკო




  
აქტივობა 4 _ მუშაობა სახელმძღვანელოზე _ 15 წთ.

ბავშვებს მივმართავ წინადადებით ჩვენს საკლასო ოთახში გავაშენოთ  ტყე !
-ბავშვები თანხმდებიან შეთავაზებას და თითოეული მათგანი სახელმძღვანელოში გაფერადებულ მუხისა და ნაძვის ხეებს ფრთხილად ჭრიან მაკრატლით  და მასწავლებლის დახმარებით  აწებებენ  კედელზე წინასწარ გაკრულ ფორმატის დიდ ,თეთრ ქაღალდზე ,რომელსაც  დამატებით ბავშვები აფორმებენ თავიანთი  ხელით დახატული ყვავილებით, ბალახებით, სოკოებით, პეპლებით და  ა.შ.

აქტივობა 5  კითხვა-პასუხი -2 წთ
1)როგორი ტყე გამოგვივიდა: მეჩხერი თუ დაბურული ?

2)სჭირდება თუ არა ტყეს გაფრთხილება ?

3)რამ შეიძლება გაანადგუროს ტყე?

4)შენ რით შეგიძლია დაეხმარო ტყეს ?

აქტივობა 6 ელექტრონული პრეზენტაცია (5 წთ)
„ტყეების მრავალფეროვნება
წავუკითხავ  ვაჟა-ფშაველას ლექსს“ ტყე შეუნახე  შვილებსა“
C ფაზა -რეფლექსია (შეჯამება) 2-3 წთ

მოსწავლეებს დაურიგდებათ ბარათები ე. წ. “სიტყვების ყულაბა „ რომელშიც უნდა ჩაწერონ საკვანძო სიტყვები ,რომლებიც მათ გაკვეთილის უკეთ გაგებაში დაეხმარათ.

აქტივობა 7 საშინაო დავალება
პლაკატის შექმნა -„გავუფრთხილდეთ ტყეებს“

No comments:

Post a Comment