სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: „ სამყაროს   დედოფალი - დედამიწა“

პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებს შეექმნებათ წარმოდგენა კოსმოსის, გალაქტიკის,  მზის სისტემისა  და 
დედამიწის  შესახებ ,  გაარკვევენ  დედამიწის  ადგილს  მზის სისტემაში  და აუცილებლობას მისი  მოვლისა და გაფრთხილებისა;

პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები გააცნობიერებენ დედამიწის, როგორც ცოცხალი ორგანიზმების საარსებო
გარემოს უნიკალურობას და გაუჩნდებათ  მის მიმართ  მზრუნველი დამოკიდებულება ;

პროექტის მიზნები:
მოსწავლეები შეძლებენ სასწავლო წლის განმავლობაში შესწავლილი მასალის თავმოყრას, სისტემაში მოყვანას და  გამოყენებას, მოსწავლეები თვითონვე შექმნიან პროექტთან დაკავშირებულ რესურსს (ბუკლეტს, დედამიწის მოდელს, პლაკატებს და ა. შ.)

მოსწავლეთა ასაკი: 9-10 წელი

ვადები / ხანგრძლივობა: 15  დღე

მოსალოდნელი  შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები თავს მოუყრიან პროექტთან დაკავშირებულ მასალას, რომელიც ჰქონდათ
შესწავლილი წლის განმავლობაში, მოიძიებენ  დამატებით ინფორმაციებს სხვადასხვა
ალტერნატიულ წყაროებში (ენციკლოპედია,  ჟურნალები, ინტერნეტი), შექმნიან სასწავლო რესურსს, რომელიც არა მარტო მათ გამოადგებათ საკითხის შესასწავლად, არამედ სხვა კლასის მოსწავლეებსაც.

 პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფორმატის ქაღალდები ,ფანქრები ,ფლომასტერები, რვეული ჩანაწერებისთვის, სახელმძღვანელო, ენციკლოპედია, ინტერნეტი, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)

აქტივობა 1
მოსწავლეებს გავაცნობ  პროექტის განსახორციელებელ საორგანიზაციო საკითხებს,

აქტივობა2
მოსწავლეებს გავყოფ 2 ჯგუფად  და  გავუნაწილებ დავალებებს: თითოეული ჯგუფი
შექმნის ბუკლეტს ,რომელშიც საინტერესო ფორმით იქნება წარმოდგენილი  ინფორმაცია
დედამიწის ადგილის შესახებ  უკიდეგანო სამყაროში, მისი უნიკალურობისა და  
მნიშვნელობის  შესახებ ცოცხალი ორგანიზმებისთვის ,ასევე იმ საფრთხეების   შესახებ ,რომელიც შეიძლება დაემუქროს  ჩვენს პლანეტას  ჩვენგან დამოუკიდებელი      მიზეზებით  ან ადამიანების  გაუაზრებელი დამოკიდებულებით  დედამიწის მიმართ.   ბავშვები შექმნიან პლაკატებს მოწოდებებით: გაუფრთხილდნენ ამ „ცისფერ დედოფალს“ ყველა თავისი კომპონენტით და შეუნახონ მომავალ თაობებს  მთელი თავისი უნიკალურობით!               

აქტივობა 3
 პროექტის ბოლოს თითოეული ჯგუფი მოახდენს აღნიშნული პროექტის ელექტრონულ
პრეზენტაციას.                                                                                                                                                  

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

ბუნება IV. 7 მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა

ბუნება IV.8 მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა

ბუნება IV.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტალური წესების დაცვა

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნაირა ურუშაძე

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: urushadze.naira@.gmail.com   


No comments:

Post a Comment